პოლიტიკა

„სასამართლოს ორი ძირითადი პრობლემა აქვს - სანდოობა და საქმეების გაჭიანურება“ - ანა დოლიძე

22.01.18 15:00


იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ანა დოლიძის განცხადებით, სასამართლო სისტემას ორი ძირითადი პრობლემა აქვს - სანდოობა და საქმეების გაჭიანურება. დოლიძე აცხადებს, რომ მართლმსაჯულება საჯარო და გამჭვირვალე უნდა გახდეს:

"გაკეთდა რამდენიმე რეფორმა, გადაიდგა რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი. მაგალითად, დაიხვეწა მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურები, თუმცა სასამართლო სისტემაში ძალიან ბევრი პრობლემა რჩება. მე ვიტყოდი, რომ ორი ძირითადი პრობლემა ამ შემთხვევაში არის სანდოობა და საქმეების გაჭიანურება. ძალიან ბევრ ადამიანს ადარდებს, რომ მისი საქმეები სასამართლოში დროულად არ იხილება", - განაცხადა ანა დოლიძემ.





წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები