ეკონომიკა

აჭარაში ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა იწყება

22.01.18 15:45


აჭარაში უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტები იწყება, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).

ერთ თვეში ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა დაიწყება. აპრილიდან კი ხულო-ზარზმის გზის მონაკვეთის მშენელობა განხორციელდება.

„აჭარაში გვაქვს სხვა უმსხვილესი პროექტები, გვყავს კონტრაქტორი ბათუმის შემოვლით გზაზე, ერთ თვეში უკვე კონკრეტული საქმიანობა დაიწყება ამ მიმართულებით. აპრილიდან ხულო-ზარზმის მიმართულებით დაიწყება მუშაობა, ასევე გზა გაკეთდება გოდერძიდან ბეშუმის მიმართულებით”, — განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ.

აღნიშნული პროექტი ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 19 სახიდე გადასასვლელისა და 5 გვირაბის მშენებლობას ითვალისწინებს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები