პოლიტიკა

„ბალანსი ჰუმანურობასა და მოხმარების წახალისებას შორის უნდა იყოს ერთმნიშვნელოვნად დაცული“

22.01.18 17:00


იუსტიციის სამინისტროში უწყებათაშორისო კომისიის სხდომა მიმდინარეობს. განხილვის თემა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაა. შეხვედრას იუსტიციისა და შს მინისტრები ესწრებიან.

გიორგი გახარიას განცხადებით, ჰუმანური პოლიტიკა და მიდგომა ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით, უნდა იყოს აბსოლუტურად დაბალანსებული

„ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ჰუმანური ნარკოპოლიტიკა, კომპლექსური ნარკოპოლიტიკა, ეს არის ერთადერთი გამოსავალი და ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ჰუმანური პოლიტიკა და მიდგომა ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით, უნდა იყოს აბსოლუტურად დაბალანსებული, რათა ბალანსი ჰუმანურობასა და მოხმარების წახალისებას შორის იყოს ერთმნიშვნელოვნად დაცული“,-განაცხადა გახარიამ.




წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები