საზოგადოება

საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება

22.01.18 17:15


დღეს და ხვალ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ამის შესახებ "პირველს" გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, 22 - 23 იანვარს საქართველოში ნარჩუნდება უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +13, +18, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +10, +15 გრადუსია მოსალოდნელი.

24 იანვარს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +5, +10 გრადუსის ფარგლებში იქნება.

25 – 28 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი.

ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში დღის საათებში +1, +6 გრადუსამდე დაიკლებს.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები