პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე უზბეკეთის რესპუბლიკის საკანონმდებლო პალატის თავმჯდომარეს, ნურდინჟონ ისმოილოვს შეხვდა

22.01.18 19:05


უზბეკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, ქვეყნის საკანონმდებლო პალატის თავმჯდომარეს, ნურდინჟონ ისმოილოვს შეხვდა.

საუბარი შეეხო ორმხრივი ურთიერთობების არსებულ საკითხებს და სამომავლო პერსპექტივებს, მათ შორის, ინსტიტუციური თანამშრომლობის საკითხებს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე, მათ შორის, სატრანზიტო ფუნქციის განვითარებაზე.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საპარლამენტო დელეგაციის უზბეკეთში წარმატებული ვიზიტი გრძელდება და დღეს, საქართველოს პარლამენტსა და უზბეკეთის რესპუბლიკის ოლიი მაჯლისს შორის ხელი მოეწერება საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის მემორანდუმს.

„დღეს შევხდით პარლამენტის ორივე პალატის სპიკერებს. ვისაუბრეთ ჩვენს თანამშრომლობაზე. განსაკუთრებულ აქცენტი გავაკეთეთ ამ თანამშრომლობის ეკონომიკურ განზომილებაზე, მათ შორის სატრანზიტო ფუნქციის განვითარებაზე. დღეს, ჩვენ ხელს ვაწერეთ პარლამენტებს შორის თანამშრომლობის თაობაზე მემორანდუმს, რომელიც შეეხება ჩვენი თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებას, საუბარია ინსტიტუციურ თანამშრომლობაზე და კონკრეტული განვითარების მიმართულებებით თანამშრომლობაზე საქართველოსა და უზბეკეთის პარლამენტებს შორის“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის დელეგაციაში დეპუტატები: ზვიად ძიძიგური, სიმონ ნოზაძე, კახა ოქრიაშვილი, ენზელ მკოიანი, ლევან ბეჟანიძე, ბექა ოდიშარია და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები