ეკონომიკა

საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 10 707.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

22.01.18 19:35


საქსტატის ინფორმაციით, 2017 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 707.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 13.8 პროცენტით მეტია.

აქედან ექსპორტი 2 728.0 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (29.1 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 7 979.4 მლნ. აშშ დოლარს (9.4 პროცენტით მეტი).

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წელს 5 251.5 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49.0 პროცენტი შეადგინა.

ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 2 063.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 24.5 პროცენტით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს.

საქართველოს საგარეო ვაჭრობაში ჩამოყალიბებულ ზოგად ტენდენციებს ასახავს გრაფიკული გამოსახულება 2012-2017 წლების დინამიკური მწკრივის მიხედვით.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები