მსოფლიო

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი იტალიელი მიკელე ნიკოლეტი გახდა

22.01.18 20:35


ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი იტალიელი პოლიტიკოსი მიკელე ნიკოლეტი გახდა. თანამდებობაზე ის სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იანვრის სესიაზე დაამტკიცეს.

ნიკოლეტის კანდიდატურა ერთადერთი იყო, ასამბლეის სპიკერის პოსტის დაკავების სურვილი არც ერთ სხვა დეპუტატს არ გამოუთქვამს.

როგორც ცნობილია, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პედრო აგრამუნტი თანამდებობიდან გასული წლის 6 ოქტომბერს გადადგა. ამის შემდეგ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მოვალეობას რამდენიმე თვით სტელა კირიაკიდესი ასრულებდა.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები