პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე აზიზ აბდუხაკიმოვს შეხვდა

22.01.18 21:20


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უზბეკეთის რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტის განაგრძობს. ირაკლი კობახიძემ, დელეგაციასთან ერთად, მორიგი შეხვედრა უზბეკეთის რესპუბლიკის ტურიზმის განვითარების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე აზიზ აბდუხაკიმოვთან გამართა.

შეხვედრისას საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით არსებულ პოტენციალს. მხარეებმა განიხილეს ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები.

აღინიშნა, რომ ტურიზმს ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების განვითარებისათვის, ასევე ორივე ქვეყნის ცხოვრების, ისტორიის და კულტურული მემკვიდრეობის უკეთესად გაგებისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

საქართველოს პარლამენტის დელეგაციაში დეპუტატები: ზვიად ძიძიგური, სიმონ ნოზაძე, კახა ოქრიაშვილი, ენზელ მკოიანი, ლევან ბეჟანიძე, ბექა ოდიშარია და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები