პოლიტიკა

საქართველოს პრემიერი დღეს დავოსში სიტყვით გამოვა

23.01.18 14:10


გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობას მიიღებს სესიაში, სახელწოდებით – „ევრაზია: სტრატეგიული პერსპექტივა“.

დისკუსიაში ასევე მიიღებენ მონაწილეობას აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, ყაზახეთის ვიცე-პრემიერი ერბოლატ დოსაევი და კომპანია VEON-ის ხელმძღვანელი ჟან-ივ შარლიე.

გიორგი კვირიკაშვილი ილჰამ ალიევთან ორმხრივ შეხვედრასაც გამართავს. იგეგმება მოლაპარაკებები მსხვილი საინვესტიციო ჯგუფების წარმომადგენლებთან.

საქართველოს დელეგაციაში ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი შედიან.

დავოსში 48-ე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი იმართება.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები