პოლიტიკა

კახა კალაძე: ნინო ჟვანიას ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობა დროებით შეჩერებულია

23.01.18 14:25


თბილისის მერიის განმარტებით, ნინო ჟვანიას ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობა დროებით შეჩერებულია. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ზედამხედველობის სამსახურმა მშენებელ კომპანიასთან შეთანხმებას მიაღწია, რის საფუძველზეც მთის ფერდობზე მიწის სამუშაოები საკითხის საბოლოო შესწავლამდე შეჩერდა.

“ნინო ჟვანიას ქუჩაზე არსებულ მთის ფერდობზე, მიმდინარე მიწის სამუშაოები თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა, მშენებელ კომპანიასთან შეთანხმებით შეაჩერა. ამ ეტაპზე ხორციელდება ობიექტის შესწავლა, რის შემდეგაც მიღებული იქნება შესაბამისი, კანონისმიერი გადაწყვეტილება,”-განაცხადეს თბილისის მერიის პრესსამსახურში.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები