პოლიტიკა

მიხეილ ჯანელიძე - საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებლის როლი, ყოველწლიურად კიდევ უფრო იზრდება

23.01.18 14:40


საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებლის როლი, ყოველწლიურად კიდევ უფრო იზრდება, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მიხეილ ჯანელიძემ დავოსში განაცხადა, სადაც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მუშაობაში იღებს მონაწილეობას.

მისი განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ამ ფორუმზე მაღალ დონეზეა წარმოდგენილი.

„დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი არის მნიშვნელოვანი, რადგან აქ იკრიბებიან, როგორც პოლიტიკური ლიდერები მსოფლიოს მასშტაბით, ასევე ბიზნესის, მსხვილი საერთაშორისო კორპორაციების წარმომადგენლები. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ამ ფორუმზე მაღალ დონეზეა წარმოდგენილი. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ვესაუბროთ როგორც კომპანიებს, ასევე გავმართოთ პოლიტიკური შეხვედრები. პრემიერ-მინისტრი ასევე მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში, რომელიც შეეხება ჩვენს რეგიონს და მისი განვითარების პერსპექტივებს. საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებლის როლი, ყოველწლიურად კიდევ უფრო იზრდება. წელს ჩვენ ფორუმს კიდევ უფრო მეტი წარმატებით ვხვდებით. ეს გამოიხატება, როგორც ახალი ბიზნესშესაძლებლობებით, ასევე - გაუმჯობესებული ბიზესგარემოთი. შესაბამისად, ამ ყველაფერს საქართველოს მთავრობა, პრემიერ-მინისტრი წარუდგენს კომპანიებს, როგორც ფორუმის ფარგლებში, ისე - ორმხრივი შეხვედრებისას. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ფორუმი საქართველოსთვის წარმატებული იქნება”, - განაცხადა ჯანელიძემ.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები