პოლიტიკა

გიორგი კვირიკაშვილი: საბოლოო მიზანი არის, რომ საქართველოში ჩავატაროთ ზამთრის სპორტული ოლიმპიადა

23.01.18 15:45


საბოლოო მიზანი არის, რომ საქართველოში ჩავატაროთ ზამთრის სპორტული ოლიმპიადა, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს, თომას ბახს შეხვდა. კვირიკაშვილის კომენტარს პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

“ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან თომას ბახთან. განვიხილეთ ზამთრის სპორტის სახეობებისა და სამთო კურორტების განვითარების პერსპექტივა საქართველოში. გადაწყდა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში ჩამოვა საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფი, რომელიც ჩვენთან ერთად განიხილავს განვითარების პერსპექტივებს.

საბოლოო მიზანი არის, რომ საქართველოში ჩავატაროთ ზამთრის სპორტული ოლიმპიადა.

ამისთვის გვჭირდება სტრატეგია, განვითარების გეგმა და ამ გეგმის შესაქმნელად ჩამოვა სწორედ ეს ჯგუფი საქართველოში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან საინტერესო საქმეს დავუდეთ სათავე. დიდი იმედი გვაქვს, რომ ექსპერტების ჯგუფთან ერთად გავაკეთებთ ძალიან ამბიციურ გეგმას და უკვე გვექნება სამოქმედო გეგმა ყოველწლიური ქმედებისთვის”- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.




წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები