პოლიტიკა

გიორგი გახარია: ადამიანის უფლების დაცვის გარეშე არაფერს ფასი არ ექნება

23.01.18 16:00


შს მინისტრმა, გიორგი გახარაიამ სასტუმრო რედისონში უწყების რეფორმის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის პრეზენტაცია გამართა. როგორც მან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, სტრუქტურული და შინაარსობრივი რეფორმა სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია და მომავალშიც გაგრძელდება.

“ჩვენთვის დღეს მართლაც მნიშვნელოვანი დღეა და არ არის ეს მაღალფარდოვანი სიტყვები.

ზუსტად ერთი თვის წინ, მთავრობის დამტკიცების დროს, განვაცხადეთ, რომ შსს-ს რეფორმა დაიწყება თანმიმდევრულად, დავთქვით კონკრეტული თარიღები და დღეს ვასრულებთ ამ დაპირებას. წარვადგენთ ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტს, უხლოეს პერიოდში იქნება სტრუქტურული და შინაარსობრივი რეფორმის წარდგენაც. სტრუქტურული რეფორმა პირველ რიგში კრიმინალურ და სასაზღვრო პოლიციას შეეხება, გაგრძელდება საპატრულო პოლიციის რეფორმაც. უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის შინაარსობრივი ნაწილი, რომელიც ეხება საგამოძიებო ინსტიტუტების ხარისხის გაზრდას, ტექნოლოგიების დანერგვას, ინოვაციების შემოტანას საგამოძიებო კომპონენტში და პრევენციაზე და ანალიზზე დაფუძნებულ პოლიციას. ესაა ჩვენი ძირითადი მიმართულებები, რომლებზეც მუშაობა დაწყებულია”,-განაცხადა შს მინისტრმა.

მან აღნიშნული დეპარტამენტის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ დღევანდელ დღეს ადამიანის უფლებების დაცვის გარეშე არაფერს ფასი არ ექნება, ამიტომ პირველი ნაბიჯი რეფორმირებისას სწორედ ამ მიმართულებით გადაიდგა.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები