საზოგადოება

ბათუმში, 6 მაისის ტბაში ვერცერთი ცოცხალი არსება ვერ აღმოაჩინეს

28.06.16 15:00


ბათუმში, 6 მაისის პარკში მდებარე ნურის ტბის წყლის კვლევის წინასწარი შედეგები ცნობილია. ტბის ფსკერზე ვერცერთი ცოცხალი არსება ვერ აღმოაჩინეს, – ინფორმაციას შავი ზღვის ეკოლოგიური კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი არჩილ გუჩმანიძე ადასტურებს.

მისივე ინფორმაციით, 20 ივნისს ჩატარებული კვლევის მიხედვით, წყალში ტოქსიკური ციანოფიტის 90-პროცენტიანი დომინაციაა. აღნიშნული ლურჯ-მწვანე მცენარე ყველაზე ტოქსიკური ჯგუფია. მიზეზად შავი ზღვის ეკოლოგიური კვლევის ცენტრის სპეციალისტი ბიოლოგიური ფილტრის ფუნქციის დარღვევას ასახელებს.

“წყალში არ არის ისეთი თევზი, რომელიც ბაქტერიულ წყალმცენარეებს საკვებად იყენებს. ჩვენი რეკომენდაციაა, პირველ რიგში, ნურის ტბაში ეკოსისტემის ფორმირება მოხდეს, შემდეგ კი იმ თევზების გაშვება, რომლებიც ეკოსისტემის მოწესრიგებას შეუწყობს ხელს”, – აცხადებს გუჩმანიძე.

არჩილ გუჩმანიძის მტკიცებით, სავალალო მდომარეობაა არდაგანის ტბაშიც. იქ დაბინძურების მიზეზად საკანალიზაციო და ტექნიკური წყლის ჩადინება სახელდება.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები