პოლიტიკა

საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობის“ თანათავმჯდომარე გახდა

06.05.16 1:00


საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობის" (OGP) თანათავმჯდომარე გახდა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

„ღია მმართველობის პარტნიორობა“ აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც ხელისუფლების შტოებს შორის დიდ გამჭვირვალობას ითვალისწინებს. OGP-ს მონაწილე ქვეყნები თავის თავზე იღებენ პასუხისმგებლობას, უფრო გახსნილი იყვნენ მოქალაქეებისთვის, ჩართონ ისინი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ხელმისაწვდომი და კომფორტული გახადონ სახელმწიფო სერვისები.

კენჭისყრა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ კეიპტაუნში გაიმართა. საქართველოს 22-იდან 18 ქვეყნის წარმომადგენელმა მისცა ხმა. ჩვენს ქვეყანას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი წარმოდგენდა.

საქართველოს გარდა თანათავმჯდომარე ქვეყნის პრეტენდენტები იყვნენ ხორვატია და რუმინეთი. „ღია მმართველობის პარტნიორობის“ საერთაშორისო ფორმატის თავმჯდომარე საფრანგეთია.

საქართველო თავმჯდომარე ავტომატურად ერთ წელიწადში გახდება, როდესაც საფრანგეთის უფლებამოსილება ამოიწურება.

უნდა აღინიშნოს, რომ 2013 წლის 1 ნოემბერს „ღია მმართველობის პარტნიორობის" ყოველწლიურ სამიტზე ლონდონში ქართული რეფორმა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სფეროში 7 ყველაზე წარმატებულ პროექტს შორის დასახელდა.

გასული წლის ივნისში თბილისში „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ევროპული რეგიონული კონფერენცია გაიმართა.


წყარო : Sputnik საქართველო /www. sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 37


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები