საზოგადოება

სექტემბერში ბათუმში ქუჩის საკვების არტ-ფესტივალი გაიმართება

28.06.16 16:40


ქუჩის საკვების ფესტივალი "Omnomnom Fest" პირველად გაიმართება ბათუმში 2016 წლის 3-4 სექტემბერს, აცნობეს Sputnik-სორგანიზატორებმა.

პროექტი "Omnomnom Fest" შექმნილია ხარისხიანი ქუჩის საკვების პოპულარიზაციის, საზოგადოებაში მისი მომზადებისა და მოხმარების კულტურის აღზრდის მიზნით, ასევე საქართველოში ხარისხობრივად ახალი ევროპული ფორმატის დასვენების დანერგვის მიზნით.

ფესტივალი ქალაქ ბათუმის მერიის მხარდაჭერით „ბათუმობის“ ფარგლებში ევროპის მოედანზე გაიმართება.

ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება კვების სხვადასხვა წერტილები, რომლებშიც ბათუმელებსა და ქალაქის სტუმრებს გემრიელი კერძებით გაუმასპინძლდებიან.

ფესტივალის ორგანიზატორები გეგმავენ, რომ ღონისძიებას ყოველწლიური სახე მისცენ.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 361


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები