საზოგადოება

საქართველო გამარჯვების დღის აღსანიშნავად ემზადება

06.05.16 1:00


საქართველოში გამარჯვების დღის აღსანიშნავად საზეიმო ღონისძიებები გაიმართება. 9 მაისი ქვეყანაში ოფიციალურადაა გამოცხადებული დასვენების დღედ.

ზეიმი ტრადიციულად თბილისის გამარჯვების პარკში ვეტერანების შეკრებით დაიწყება. საქართველოს მთავრობის წევრები, პრემიერ კვირიკაშვილის მეთაურობით, ვეტერანებს დღესასწაულს მიულოცავენ და უცნობი ჯარისკაცის საფლავს გვირგვინით შეამკობენ.

ქვეყნის მთავრობის მეთაურის სახელით, ვეტერანებს სადღესასწაულო სადილით გაუმასპინძლდებიან, რის შემდეგაც თბილისის პარლამენტის შენობაში გადაინაცვლებენ.

პარლამენტში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა იქნება მოწყობილი. პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ვეტერანებს მიულოცავს და სამახსოვრო საჩუქრებს გადასცემს.

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 9 მაისს „ჯარისკაცის მამის“ ძეგლს ეწვევა გურჯაანში.

მთავრობას ვეტერანებისთვის საცხრამაისოდ ფინანსური დახმარების გამოყოფა აქვს განზრახული. გასულ წელს ასეთმა დახმარებამ კაცზე 1000 ლარი შეადგინა. სულ საქართველოში დღეისათვის 1296 ვეტერანი ცხოვრობს.

ამას გარდა, თბილისის სათნოების სახლი „კათარზისი“ თავისი ბინადარი ხუთი ვეტერანისთვის კონცერტს გამართავს შენობის ეზოში. კონცერტის შემდეგ საზეიმო სადილი გაიმართება და ვეტერანებს სიმბოლურ საჩუქრებსაც გადასცემენ.


წყარო : Sputnik საქართველო /www. sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 37


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები