საზოგადოება

სახალხო დამცველი: ახალწვეულებს დანიშნულებისამებრ არ იყენებენ

28.06.16 19:00


საქართველოში ახალწვეულებს, ძირითადად, გუშაგებად იყენებენ, არ ასწავლიან აუცილებელ უნარ-ჩვევებს, განაცხადა ქვეყნის სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა.

ასეთი კომენტარით გამოეხმაურა ის თავდაცვის მინისტრის ბრძანებას, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეები შეიარაღებულ ძალებში მხოლოდ სურვილის შემთხვევაში იმსახურებენ. საუბარი სხვა ძალოვან სტრუქტურებში სავალდებულო გაწვევაზე არ არის.

მან აღნიშნა, რომ ახალწვეულების მომზადება ძალზე დაბალ დონეზეა.

„ის, რომ ხარვეზები სამხედრო სავალდებულო სამსახურში არსებობდა, ამაზე ჩვენც ვსაუბრობდით… დღევანდელი მოცემულობით, ეს სამსახური არ არის სამხედრო. სახელმწიფოს ფინანსები და რესურსები რეალურად წყალში იყრება“, — განაცხადა სახალხო დამცველმა.

ხიდაშელის გადაწყვეტილება, რომელსაც ეს არ შეუთანხმებია არც მთავრობასთან და არც უსაფრთხოების საბჭოსთან, უკვე გააკრიტიკეს ქვეყნის პირველმა პირებმა, ასევე პარლამენტის დეპუტატების დიდმა ნაწილმა.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები