საზოგადოება

180 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცემა

06.05.16 1:35


საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 180 დევნილ ოჯახს თბილისში, მცხეთასა და გორში საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცემა.
ამის შესახებ პრემიერმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კვირიკაშვილის თქმით, 11 645 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში უკვე გადაეცა და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

„ჩვენ ვაგრძელებთ დევნილთა საცხოვრისით დაკმაყოფილებას. დღეს განვიხილავთ 180 დევნილი ოჯახისთვის მუდმივ საკუთრებაში ფართების გადაცემის საკითხს თბილისში, მცხეთასა და გორში. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი მუშაობაა გაწეული დევნილთა და განსახლების სამინისტროსა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ და უკვე 11 645 ოჯახი არის დაკმაყოფილებული მუდმივი საცხოვრებელი ფართით. ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობას ძალიან აქტიურად გავაგრძელებთ“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

წყარო : IPN /www.newspress.ge/

წაკითხულია : 37


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები