საზოგადოება

საქართველოში ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი დააკავეს

05.02.18 19:05


საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება — გასაღების ფაქტზე ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც საგამოძიებო სამსახურში „Sputnik საქართველოს" განუცხადეს, ბრალდებულმა დაამზადა და გაასაღა ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურა, რომლის თანახმად, ერთ-ერთ კომპანიას ვითომდა 2 000 000 ლარის ღირებულების მომსახურება გაუწია.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება, გასაღება ან გამოყენებას და ითვალისწინებს ორიდან ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები