საზოგადოება

თბილისელი სტუდენტები ნიუტონის კანონს დაუპირისპირდებიან

28.06.16 20:25


ქართველი სტუდენტები შეეცდებიან ნიუტონის კანონს დაუპირისპირდნენ და 12 მეტრიანი სიმაღლიდან კვერცხი გადმოაგდონ ისე, რომ ის არ გატყდეს.

ილიას უნივერსიტეტში 30 ივნისს სტუდენტური შეჯიბრება „დაამარცხე გრავიტაცია“ გაიმართება.

პროექტში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებს მიეცემათ დავალება ჩამოაყალიბონ სამკაციანი გუნდი, მოიფიქრონ საფრენი კონსტრუქცია, რომლის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 5 კილოგრამს და 1 კუბურ მეტრს (1X1X1 მ), სადაც განათავსებენ კვერცხს ისე, რომ 12 მეტრის სიმაღლიდან გადმოგდებისას არ დაზიანდეს.

კონსტრუქციის შექმნისას დაუშვებელია მექანიკური, ელექტრო, შუშის, ზეთის, ფეთქებადი და ქიმიური ნივთიერებების გამოყენება.

მონაწილე გუნდებს ჟიური შემდეგი კრიტერიუმებით შეაფასებს: კვერცხი მიწაზე უვნებლად უნდა დაეშვას; კვერცხი აუცილებლად უნდა შეეხოს მიწას; კვერცხი უნდა დაეშვას წინასწარ განსაზღვრულ ადგილას; გუნდის კრეატიულობა, საფრენი კონსტრუქციის, გაფრენა/დაშვების ორიგინალურობა.

გუნდების რეგისტრაცია შეჯიბრებაზე „დაამარცხე გრავიტაცია“ მიმდინარეობს აქ.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები