საზოგადოება

პრემიერი: აუცილებლად უნდა აღვადგინოთ ავტომანქანების ტექდათვალიერება, მაგრამ საუკეთესო ევროპული პრაქტიკით

28.06.16 20:45


გადაწყვეტილება, რომელიც რამდენიმე წლის წინ იყო მიღებული ტექდათვალიერების მთლიანად გაუქმების შესახებ, იყო აბსოლუტურად არასწორი, – შესაბამისი კომენტარი გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულიკვლევის შეფასებისას გააკეთა, რომლის მიხედვით, საქართველოში ჰაერის დაბინძურების გამო ყოველი 100 ათასიდან 290 ადამიანი იღუპება.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აუცილებლად უნდა აღდგეს ავტომანქანების ტექდათვალიერება და ეს უნდა მოხდეს ევროპული პრაქტიკით.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ამ მიზნით მთავრობა საერთაშორისო ექსპერტების მოწვევას გეგმავს.

„იმის მაგივრად, რომ დაგვეხვეწა არსებული რეგულაციები და ტექნიკურად მოგვეწესრიგებინა, ის მახინჯი ფორმა, რომელიც მართლაც არსებობდა წარსულში, საერთოდ გავაუქმეთ ტექდათვალიერება. ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა აღვადგინოთ ავტომანქანების ტექდათვალიერება, მაგრამ საუკეთესო ევროპული პრაქტიკით. ჩვენ გვაქვს გეგმები, მოვიწვიოთ საერთაშორისო კომპანიები, რათა სწორი სისტემა ჩამოვაყალიბოთ, გამოვრიცხოთ კორუფცია ამ სისტემაში და, რაც ყველაზე მთავარია, იყოს ხელმისაწვდომი. დღეს ჩვენთან ბავშვთა ასაკში სიმსივნის მაჩვენებელი ძალიან მაღალია, ავადდებიან ჩვენი ბავშვები და ვერავითარ შემთხვევაში ჩვენ ვერ შევწირავთ ჩვენი ბავშვების ჯანმრთელობას იმას, რომ საქართველომ ნაკლები რეგულაციებით იამაყოს. აქ სწორი ბალანსია დასაცავი რეგულაციებსა და მოსახლეობის ჯანმრთელობას შორის. ჩვენ აუცილებლად შემოვიღებთ ტექნიკური დათვალიერების სწორ სისტემას, რომელიც იქნება ხელმისაწვდომი, კორუფციისგან თავისუფალ სისტემას საუკეთესო ევროპული პრაქტიკის მიხედვით“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები