საზოგადოება

თბილისის ახალი შემოვლითი გზის მშენებლობა იწყება

28.06.16 21:15


საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, თბილისის ახალი შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტზე მუშაობას იწყებს, რომელიც ნატახტრიდან რუსთავამდე და ნატახტრიდან ჟინვალამდე სრულიად ახალი, ალტერნატიული ჩქაროსნული გზის მშენებლობას ითვალისწინებს.

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ტექნიკურ ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტის მოასმზადებლად საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვითვის ტენდერი უკვე გამოცხადდა.

საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად 15 თვეა განსაზღვრული. საპროექტო სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკი რამდენიმე მილიონი ლარით დააფინანსებს.

თბილისის ახალი შემოვლითი გზის მშენებლობა განტვირთვავს ქალაქს სატრანზიტო მოძრაობისაგან და მნიშნვნელოვანია, როგორც სატრანზიტო გადამზიდავებისთვის, ასევე თბილისი მოქალაქეებისათვის.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები