პოლიტიკა
09.02.18 14:30
საბერძნეთში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტმა მოლაპარაკებები საბერძნეთის პრემიერთან გამართა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და საბერძნეთის თანამშრომლობა საუკუნეების განმავლობაში ემსახურებოდა ევროპის განვითარებას და სწორედ, ამ ტრადიციებზე დაყრდნობით უნდა განვითარდეს ორ ქვეყანას შორის თანამედროვე ურთიერთობები.
მხარეებმა განიხილეს კონკრეტული ნაბიჯები ვაჭრობის, ტურიზმის და ბიზნესთანამშრომლობის გასაღრმავებლად.
ალექსის ციპრასმა დაადასტურა საბერძნეთის სრული და ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში მისწრაფებების მიმართ.
შეხვედრაზე მხარეებმა ვრცლად ისაუბრეს უსაფრთხოების საკითხებზე, საქართველოს პრეზიდენტმა საბერძნეთის პრემიერს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება გააცნო. ხაზი გაესვა, რომ ოკუპაციამ საქართველოში მცხოვრები ბერძნებიც დააზარალა.
აღინიშნა ისიც, რომ საფრთხე ექმნება იმ კულტურულ მემკვიდრეობას, რომელიც ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან საქართველოს ტერიტორიაზეა.
მხარეების თქმით, საჭიროა, საერთო ძალისხმევა ევროპაში კონფლიქტების მოსაგვარებლად და სტაბილურობის შესაქმნელად, შავი ზღვის რეგიონის ჩათვლით.
მხარეებმა ასევე იმსჯელეს ორ ქვეყანას შორის ტურიზმის, ინვესტიციების მოზიდვისა და გამოცდილების გაზიარების პერსპექტივებზე.
ხაზი გაესვა ეკონომიკური კავშირების გაძლიერებისა და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდის პოზიტიურ დინამიკას.
შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი, საქართველოს ელჩი საბერძნეთში იოსებ ნანობაშვილი.
წყარო : /www.newposts.ge/
წაკითხულია : 289
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0019.04.24
-
17:3719.04.24
-
17:0519.04.24
-
რომან გოცირიძე - ბიძინა ივანიშვილი უნდა შეჩერდეს, ამის საშუალებაა მკაცრი სანქციების დაწესება
16:4219.04.24
-
ლევან ხაბეიშვილი - პარლამენტი და პარლამენტარები ემსახურებიან რუს ოლიგარქს და არა ხალხს
16:2019.04.24
-
16:0019.04.24
-
15:3719.04.24
-
15:0519.04.24
-
14:4019.04.24
-
კახა კალაძე კელი დეგნანზე - ეს ადამიანი აგრძელებს ცილისმწამებლურ განცხადებებს
14:1919.04.24
-
13:4719.04.24
-
ვახტანგ გომელაური - აქციაზე 40 პირი დავაკავეთ - პოლიციელზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფოზე თავდასხმას
13:2519.04.24
-
13:0019.04.24
-
12:4019.04.24
-
საფრანგეთი უკრაინასა და სამხრეთ კავკასიაში იჭრება - რაშია საშიშროება?
12:2019.04.24
-
12:0019.04.24
-
ნათია თურნავა მსხვილ საერთაშორისო საინვესტიციო ფონდებსა და ამერიკელ ინვესტორებს შეხვდა
11:3919.04.24
-
11:1519.04.24
-
მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა
10:5319.04.24
-
10:2319.04.24
-
10:0019.04.24
-
18:0018.04.24
-
სეს-ი ლაბორატორიული კვლევისთვის აგროქიმიკატებისა და პესტიციდების 500-მდე ნიმუშს აიღებს
17:4018.04.24
-
17:2018.04.24
-
თინა ბოკუჩავა - ხალხისა და პარტნიორების მოწოდებები უნდა შეისმინონ
16:5018.04.24
-
აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, დასაზღვევი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გაიზარდა
16:1518.04.24
-
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იტალიის ქალაქ ვერონაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
15:4418.04.24
-
15:2018.04.24
-
14:5918.04.24
-
14:2818.04.24
-
14:0018.04.24
-
13:3018.04.24
-
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
12:5518.04.24
-
12:3018.04.24
-
სალომე ზურაბიშვილი - რუსეთის სტრატეგიაა, რომ პროვოკაცია მოაწყოს საქართველოში
11:4418.04.24
-
10:2718.04.24