საზოგადოება

აბიტურიენტებისთვის დამატებითი ტრანსპორტი გამოიყოფა

28.06.16 22:25


ერთიანი ეროვნული გამოცდების პერიოდში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დამატებით მიკროავტობუსებს გამოყოფს, რომლებიც თბილისის გარეუბნებში საგამოცდო ცენტრების მიმართულებით იმოძრავებენ.

ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოში 1 ივლისს იწყება.

დამატებითი ტრანსპორტი საგამოცდო ცენტრებისკენ ივლის მეტრო „ახმეტელიდან“ მუხიანისა და გლდანის მიმართულებით (№175, №177, №173, №39 სკოლების საგამოცდო ცენტრები) და მეტრო „ვარკეთილიდან №117 სკოლამდე, იუწყება საქართველოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პრეს-სამსახური.

ტრანსპორტზე მითითებული იქნება დაწესებულების დასახელება. მგზავრობის საფასური სტანდარტულია — 80 თეთრი.

საქართველოში წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია 41,5 ათასმა აბიტურიენტმა გაიარა. უმაღლეს სასწავლებლებში 44 ათასზე მეტი ადგილია.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები