პოლიტიკა

გიორგი მარგველაშვილი რუსული თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს

12.02.18 15:30


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

”ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო, რომელსაც ათეულობით მშვიდობიანი ადამიანის მსხვერპლი მოჰყვა. ვუსამძიმრებ რუს ხალხს და ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს”, – ნათქვამია პრეზიდენტის სამძიმრის წერილში.

„სარატოვის ავიახაზების“ კუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვის „დომოდედოვოს” აეროპორტიდან „ორსკის მიმართულებით მიფრინავდა, გუშინ ჩამოვარდა. ბორტზე 71 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ერთი ბავშვი.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები