საზოგადოება

სოფელ ქანდის მოსწავლეები იესოს ენას შეისწავლიან

06.05.16 2:10


მცხეთის რაიონის სოფელ ქანდის სახელმწიფო სკოლაში ახალი სასწავლო წლიდან ასირიული (არამეული) ენის სწავლება დაიწყება, განუცხადა Sputnik-ს სკოლის დირექტორმა ნანა ნაკანმა.

ქანდაში ძირითადად ასურელები (ასირიელები) ცხოვრობენ. სოფლის სკოლაში სულ 128 მოსწავლეა. არამეული ენის შესწავლას, რომელზეც, გადმოცემის თანახმად, იესო ქრისტე საუბრობდა, ბავშვები მეხუთე კლასიდან დაიწყებენ.

ასირიული ენის მასწავლებლის თანამდებობაზე ერთ-ერთი პრეტენდენტია აღმოსავლეთმცოდნე-ასირიოლოგი ეკატერინე ბიტკაში.

„ასირიული, იგივე არამეული ენა სემიტურ ჯგუფს განეკუთვნება. ეს ერთ-ერთი უძველესი ენაა. მისი ანბანი 14 დამწერლობას შორის შედის. ამჟამად არამეული ენა სამ ნაწილად იყოფა — უძველესი, შუაარამეული და თანამედროვე. ის, რაზეც დღეს ქანდაში ვლაპარაკობთ, თანამედროვე არამეულია“, — განაცხადა ბიტკაშმა.

სიახლის დანერგვის მიზანი ასირიული ენის შენარჩუნებაა.

ამჟამად ქანდაში 2 ათასზე მეტი ასირიელი ცხოვრობს. ოჯახების უმრავლესობა შერეულია. ისინი ქართულ და არამეულ ენებზე საუბრობენ.

ასირიელებმა საქართველოში დასახლება პირველი გენოციდის — 1833 წლის შემდეგ დაიწყეს. მათი წინაპრები, ძირითადად, ირანიდან, ერაყიდან, თურქეთიდან და სირიიდან გადმოსახლდნენ.



წყარო : Sputnik საქართველო /www. sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 37


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები