ანალიტიკა

1918 წლის სომხეთ-საქართველოს ომი და სომხეთ-საქართველოს ტერიტორიალური საკითხი XX საუკუნეში (ნაწილი 3)

28.06.16 22:55


მდგომარეობა სომხეთ-საქართველოს სხვა საზღვრებზე

სომხეთ – საქართველოს კონფლიქტის გამწვავება მომავალ სასაზღვრო ზონაში ორ რესპუბლიკას შორის, როგორც სომხეთის, ასევე საქართველოს სხვა საზღვრებზე მიმდინარეობდა, არც თუ ისე უბრალო ვითარების ფონზე.

ვითარება სომხეთის დასავლეთ, სამხრეთ და აღმოსავლეთ საზღვრებზე

1918 წლის ოქტომბრის ბოლოსათვის, ოტომანთა იმპერიის კაპიტულაციის და ბათუმის ხელშეკრულების ძალით დადგენილი დაკარგული საზღვრების შეცვლის შემდეგ, სომხეთი აღმოჩნდა კონფლიქტში არა მარტო საქართველოსთან, არამედ აზერბაიჯანის დემოკრატიულ რესპუბლიკასა და აგრეთვე მთელ რიგ კვაზისახელმწიფოებრივ წარმონაქმნებთან, რომლებიც წარმოიქმნენ სამხრეთ კავკასიიდან გამსვლელი თურქული ჯარებისა და პროთურქული ძალების მიერ.

სომხეთის მთავრობის გეგმები, კონტროლის ქვეშ მოექცია ერევნის გუბერნიის მთელი ტერიტორია და აგრეთვე ყარსის ოლქი, 1918 წლიის 5 ნოემბერს თურქეთის მე-9 არმიის მეთაურის გენერალ იაკუბ შევკი-ფაშას ინიციატივით შექმნილი ყარსის ისლამური საბჭოს (ყარს ისლამ შურასი) წინააღმდეგობას წააწყდა.

ყარსის ისლამურმა საბჭომ, ეყრდნობოდა რა მუდროსის ზავის შემდეგ ოლქში დარჩენილ თურქ ჯარისკაცებს და ოფიცრებს, არანაკლებ 30 000 კაცის ოდენობით, აგრეთვე შეიარაღებული თურქების არარეგულარულ რაზმებს 8 000 კაცის ოდენობით, გამოაცხადა მთელი ყარსის ოლქის თავისი კონტროლის ქვეშ აღება. ისლამური საბჭოს თავმჯდომარის იტიხადისტი ფარხედინ ბეისა და გენერალ შევკი ფაშას პირით კონსტანტინოპოლში სამოკავშირეო კომისიაში გაცხადდა, რომ ყარსის ოლქის მუსულმანები თანახმანი არიან მიიღონ ან თურქული ან რუსული იურისდიქცია, მაგრამ საქართველოს ან სომხეთის მხრიდან, ოლქის დაუფლების ნებისმიერ მცდელობას, დახვდება მასიური შეიარაღებული წინააღმდეგობა. [1] ყარსის ისლამურმა საბჭომ პრეტენზიები განაცხადა ბათუმის ხელშეკრულების მიხედვით თურქეთის მიერ ოკუპირებულ ყველა სამხრეთკავკასიურ ტერიტორიაზე, ერევნის გუბერნიის ნახიჭევანისა და ალექსანდროპოლის მაზრების, აგრეთვე თბილისის გუბერნიის ახალქალაქისა და ახალციხის მაზრების და ბათუმის ოლქის ჩათვლით (ნახეთ რუკა 3).[2] ეს ტერიტორიული პრეტენზიები დამტკიცებულ იქნა იმავე წლის დეკემბრის თვეში ისალმური საბჭოს შემცვლელი ისალმური ნაციონალური საბჭოს (მილი ისლამ შურასი) მიერ.

ერევნის გუბერნიის დასავლეთით – სურმალინის მაზრაში (არარატის მთის რაიონი) ადგილობრივმა ქურთულმა ტომებმა დაიწყეს მაზრაში შესული სომხური ნაწილების წინააღმდეგ პარტიზანული ომი. ამას გარდა, 1918 წლის დეკემბრის დასაწყისში, ჯაფარ-ყილი ხან ნახიჭევანელმა, იგდირში გამოაცხადა „აზარო-თურქული დამოუკიდებელი რესპუბლიკა", და პრეტენზიები წამოაყენა არა მარტო სურმალინის მაზრაზე, არამედ ერევნის ნახიჭევანისა და შარურო-დარალაგიაზის მაზრებზე.[3] ეფუძნებოდა რა თურქული იარაღით შეიარაღებულ არარეგულარულ თათართა რაზმებსა და თურქების მიერ დატოვებულ ბატალიონს, ჯაფარ ყულიმ დაიწყო ომი სომხეთის რესპუბლიკასთან. პირველ ხანებში მისმა ძალებმა შეძლო ნახიჭევანის მაზრის ვიწრო ხაზის შენარჩუნება ნახიჭევანსა და ორდუბადს შორის,[4] ამ კონფლიქტმა მიიზიდა სომხეთის შეიარაღებული ძალების ნაწილები, რომლებიც შესაძლებელი იყო გამოეყენებინათ საქართველოს წინააღმდეგ ომში.

სომხეთისათვის არასტაბილურობის გამუდმებული წყარო იყო აზერბაიჯანის მიმართულება. ტერიტორიულ საკითხებში სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას არანაკლები წინააღმდეგობები გააჩნდა აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან, ვიდრე საქართველოს მთავრობასთან. 1918 წლის ნოემბრის დასასრულს სამხრეთ კავკასიაში ბრიტანეთის მისიის უმაღლესმა კომისარმა ჯონ ოლივერ უორდროპმა შესთავაზა სომხეთსა და აზერბაიჯანს დროებითი საზღვრის დადგენა ერევნისა და ელიზავეტპოლის გუბერნიებს შორის, ორდუბადეს რაიონის პატარა ნაწილის გამოკლებით, რომელიც კორექტირებული იყო აზერბაიჯანის სასარგებლოდ. [5]

„უორდროპის ხაზი" მიუღებელი აღმოჩნდა, როგორც აზერბაიჯანისთვის, ასევე სომხეთისთვისაც. აზერბაიჯანის მთავრობა პრეტენზიას აცხადებდა ერევნის გუბერნიის უმნიშვნელო ნაწილზე (ძირითადად სამ მაზრაზე, რომელზედაც პრეტენზიას აცხადებდა არაზო-თურქეთის რესპუბლიკა, აგრეთვე სევანის ტბის აღმოსავლეთ სანაპიროსა და ზანგეზურზე). ამავე დროს სომხეთიც ცდილობდა ზანგეზურის და მთიანი ყარაბახის მიერთებას, რომელიც სომეხი ნაციონალისტების თვალსაწიერით მოიცავდა ჯევანშირის, ყარიაგინის, შუშის და ელიზავეტპოლის მაზრების მთიან ნაწილს (რაც არსებითად აჭარბებს საბჭოთა ადმინისტრაციული ერთეულის შედეგად შექმნილ ტერიტორიას, ცნობილ მთიანი ყარაბახის ავტონომიურ ოლქს), აგრეთვე ელიზავეტპოლის გუბერნიის ყაზახის მაზრას.

სომხეთ-საქართველოს ომის დასაწყისისთვის უორდროპის ხაზიდან აღმოსავლეთით ვითარება ეწყობოდა შემდეგი სახით:

ზანგეზურის მაზრის დიდი ნაწილი იმყოფებოდა გენერალ ანდრანიკის ნახევრად პარტიზანული სომხური ფორმირებების კონტროლის ქვეშ, რომლებიც აწარმოებდნენ თურქული ნაწილების და ადგილობრივი მუსულმანების რაზმების წინააღმდეგ წარმატებულ ბრძოლებს, აგრეთვე გეგმავდნენ მთიან ყარაბახში შეჭრას იქ სტაბილური სომხური სახელმწიფოებრიობის დამყარების მიზნით. ანდრანიკი ფორმალურად არ ემორჩილებოდა სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას პირადი მოსაზრებებით, ათანხმებდა რა თავის გადაწყვეტილებებს მხოლოდ თვითმმართველობის ადგილობრივ სომხურ ორგანოებთან ზანგეზურსა და ყარაბახში.

ყარაბახის მისადგომებთან სამხედრო მოქმედებები შეწყდა 1918 წლის 4 დეკემბერს დიდი ბრიტანეთის ზეწოლის შედეგად აბდალიართან სომეხთა გამარჯვებისთანავე. ყარაბახიდან ანდრანიკის რაზმების წასვლის შემდეგ ადგილობრივი ქურთ-თათრული მეამბოხეების მიერ განადგურებულ იქნა სამი სომხური სოფლის სიმაგრე ზანგეზურისა და ყარაბახის გასაყარზე, რაც კიდევ უფრო ართულებდა სომეხთა უკანასკნელ მცდელობებს ზანგეზურზე გავლით ყარაბახის დაუფლებისა. [6]
ჯებრაილის, ყარიაგინის, შუშის, აგრეთვე ელიტავეტპოლის მაზრის მთიან რაიონებში – თავისებური ორხელისუფლებიანობაა: ყარაბახის ეროვნული საბჭოს მილიციის რაზმები, რომლებიც იმყოფებოდნენ შუშაში და ცდილობდნენ სომხეთთან მიერთებას, აწარმოებდნენ მხარეში დარჩენილ თურქულ ნაწილებთან და თათარ-ქურთ ამბოხებულებთან ბრძოლას.[7] 1918 წლის დეკემბერში ბაქოდან ჩამოსულმა დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებმა სომხური ეროვნული საბჭო (ყსეს) აღიარეს მთიანი ყარაბახის დე ფაქტო ხელისუფლებად. თვის ბოლოსათვის კი, გენერალ ტომპსონის განკარგულების შესაბამისად დაიწყეს ყსეს დეპოლიტიზაციის დაჟინებული მოთხოვნა. [8]

ყაზახის მაზრის მთიანი ნაწილი აღმოჩნდა სომხური ჯარების კონტროლის ქვეშ სამხრეთ კავკასიიდან თურქული ნაწილების ევაკუაციის დასაწყისშივე. [9]

სომხეთ-საქართველოს ომის დამთავრებისთანავე (1919 წლის იანვრის შუახანებში) კავკასიაში ბრიტანეთის სარდლობამ მიიღო გადაწყვეტილება მთიანი ყარაბახისა და ზანგეზურის აზერბაიჯანის იურისდიქციაში დატოვების შესახებ, სულ მცირე გამიჯვნის საბოლოო გადაწყვეტილებების მიღებამდის პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე. [10]

ვითარება საქართველოს ჩრდილო დასავლეთის, აღმოსავლეთისა და სამხრეთის საზღვრებზე

ამ პრეიოდშივე საქართველოს შეეძლო ეტრაბახა მხოლოდ ჩრდილოეთის საზღვრებზე არსებითი სტაბილურობით, სადაც ჩრდილოეთ კავკასიაში გაჩაღებული სამოქალაქო ომის შემოჭრისაგან ბუნებრივ დამცავად მსახურობდა კავკასიის დიდი მთაგრეხილი. მეზობლებთან და კვაზი-სახელმწიფოებრივ წარმონაქმნებთან შეხების ყველა სხვა მონაკვეთზე ვითარება დაძაბული და არასტაბილური იყო.

აზერბაიჯანთან შეხების ზონაში, თურქული ჯარების ევაკუაციისთანავე, ორ რესპუბლიკას შორის წამოიჭრა ტერიტორიული დავა, რაიც არ გადასულა შეიარათებული წინააღმდეგობის სტადიაში. აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ, საქართველოს წაუყენა პრეტენზიები ზაქათალის ოლქზე, აგრთვე ნაწილობრივ მუსულმანებით დასახლებულ სიღნაღის, ბორჩალოსა და თბილისის მაზრების ნაწილზე.[11] მას შემდეგ, რაც ოფიციალურმა თბილისმა კატეგორიულად უარყო ეს პრეტენზიები, აზერბაიჯანის მთავრობამ, არ გააჩნდა რა ძალები და სახსრები საქართველოსთან შეიარაღებული ბრძოლისა, გადაწყვიტა მოეხსნა, უარეყო თავისი პრეტენზიები ყველა დასახელებულ ტერიტორიებზე, გარდა ზაქათალის ოლქისა, რომელზედაც მალევე ჩამოყალიბდა კონდომინიუმის მსგავსი ვითარება. [12]

1918 წლის 4_5 დეკემბერს ქართული ჯარები დაბრუნდნენ თურქების მიერ დატოვებულ ახალქალქისა და ახალციხის მაზრებში.[13] წინსვლა – ბათუმისა და არდაგანის ოლქებისაკენ, რომელზედაც პრეტენზიას აცხადებდა საქართველო, შეჩერებული იქნა ბრიტანელების მიერ, რომლებმაც რამოდენიმე დღის მოგვიანებით დაიწყეს ბათუმის ოლქის დაკავება, გამოაცხადეს რა ის ბრიტანეთის პროტექტორატის ქვეშ მყოფ განსაკუთრებულ ადმინისტრაციულ ერთეულად.[14] მუსულმანებით დასახლებული ზემოხსენებული ორ რეგიონში ნარჩუნდებოდა დაძაბულული ვითარება. [15]

სომხეთ-საქართველოს დეკემბრის ომის დასაწყისის წინ საქართველოსთვის ყველაზე მგრძნობიარე ზონას წარმოადგენდა საქართველოს შეხება სამხრეთ რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან („წითლებთან" და „თეთრებთან"), მტრობდნენ რა ურთიერთს, აგრეთვე რუსეთის იმპერიას ჩამოშორებულ სახელმწიფოებსაც.

ჯერ კიდევ 1918 წლის მარტში ბოლშევიკური წითელი არმიის ნაწილები შეიჭრნენ ქუთაისის გუბერნიის სოხუმის ოლქში.

აფხაზეთის ეროვნულმა საბჭომ, ხელში აიღო რა ხელისუფლება ოლქში არსებული ანარქიის პირობებში, დახმარებისათვის მიმართა საქართველოს მთავრობას, იმავე წლის 24 ივლისს კი მოითხოვდა საქართველოს შემადგენლობაში შესვლის შესახებ ხელშეკრულების დადებას, რომელიც დაამტკიცებდა საქართველოს შემადგენლობაში შესვლას ადგილობრივი თვითმმართველობის პირობებით.[16]

ამ დროისათვის საქართველოს ჯარებმა გენერალ მაზნიევის (მაზნიაშვილი) მეთაურობით წითლებისაგან გაწმინდეს მთელი ოლქი ახლა უკვე აფხაზეთად წოდებული, როგორც საკუთვრივ იწოდებოდა ამ მხარის რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შეყვანამდის – 1864 წლამდის [17], ივლისის ბოლოსათვის განდევნეს ოჩამჩირესთან ახლო მდინარე კოდორის შესართავთან გემებიდან გადმოსხმული თურქეთის დესანტი [18] და წაიწიეს წინ ზღვის სანაპიროს ჩრდილო დასავლეთის გაყოლებით. დაიკავა რა ადგილობრივი საბჭოს მოთხოვნით სოჭის ოლქი და ტუაფსის ოლქის ნაწილი ქალაქით ტუაფსე.[19] ამ პერიოდში საქართველოს მთავრობა განიხილავდა ბათუმის ხელშეკრულებით თურქეთისათვის გადაცემული ტერიტორიების კომპენსაციის საკითხს შავიზღვის სანაპიროს ტერიტორიის გუბერნიასთან მიერთების გზით ანაპამდის. ეყრდნობოდა რა იმას, რომ ისტორიული აფხაზეთის ეს ნაწილი საუკუნეების განმავლობაში შედიოდა საქართველოს შემადგენლობაში. 20 1918 წლის სექტემბერში ქართული ჯარები გამოდევნილ იქნა ტუაფსიდან წითელი არმიის ტამანის დივიზიის მიერ უკანდახეული თეთრების მიერ[21], რომლის კვალდაკვალაც ქალაქში შევიდნენ დენიკინისა და ალექსეევის მოხალისეთა არმიის ნაწილები. ნოემბრის ბოლოსათვის დენიკინ ალექსეევის ჯარებმა ყუბანზე გაანადგურეს წითელი ძალები და წინააღმდეგობაში შევიდნენ მაზნიაშვილის ქართულ ჯარებთან სოჭის ოლქში. საქართველოსა და სომხეთს შორის დეკემბრის ომის დაწყებამდის მხარეთა შორის ბოლო დამაშორებელ ხაზად გახდა მდინარე ლოო ამავე სახელწოდების სოფელთან ახლოს. [22]

საქართველოს პრეტენზიებს აფხაზეთზე და შავიზღვის გუბერნიაზე უარყოფდნენ მთიელთა რესპუბლიკის ლიდერები, რომელთაც სურდათ შავ ზღვაზე გასასვლელის მიღება, აგრეთვე კატეგორიულად იყო უარყოფილი თეთრ მოხალისეთა არმიის სარდლობის მიერ. სომხეთ-საქართველოს ომის მსვლელობისას მაზნიაშვილის არმიის ნაწილები აფხაზეთიდან გადასროლილ იქნა ბორჩალოს მიმართულებით, რაც ხელს უწყობდა დენიკინის არმიის აფხაზეთისაკენ შემდგომ გადაადგილებას.

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები