პოლიტიკა

დავით ზალკალიანი აშშ-ს მხრიდან მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეს შეხვდა

13.02.18 22:00


საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების მიზნით შექმნილი მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეს აშშ-ს მხრიდან, ენდრიუ ჩოფერს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაზე. დავით ზალკალიანმა ამერიკელ კოლეგას მიაწოდა ვრცელი ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე და საქართველოს მთავრობის ხედვებზე, საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით, კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების მიზნით.

საუბარი შეეხო აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივებს და აღინიშნა გასულ წელს ორმხრივ ურთიერთობებში მიღწეული პროგრესი.

ენდრიუ ჩოფერმა დავით ზალკალიანს, მისი მანდატის ფარგლებში, გაუზიარა ხედვები რეგიონში არსებულ უსაფრთხოების ვითარებაზე. მან მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მთავრობის ჩართულობის პოლიტიკას ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით და აღნიშნა საქართველოს როლი რეგიონის უსაფრთხოების გარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები