საზოგადოება

საბავშვო ბაღების კვების ტენდერში კომპანია „ნილმა“ გაიმარჯვა

14.02.18 17:45


საბავშვო ბაღების კვების ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ნილი“ გახდა.

როგორც თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, აღნიშნულ კომპანიასთან ერთთვიანი ხელშეკრულება იყო გაფორმებული, რათა ტენდერის დასრულებამდე ბავშვები საკვების გარეშე არ დარჩენილიყვნენ.

მისივე თქმით, კომპანიის ყოველდღიური მონიტორინგი განხორციელდება და ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება იქნება.

„გუშინ ბოლო სხდომა გვქონდა საბავშვო ბაღების კვებასთან დაკავშირებით და გამარჯვებულად გამოცხადდა კომპანია „ნილი”. ჩვენ ყოველდღიურ მონიტორინგს განვახორციელებთ. ხარვეზის დაფიქსირების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ადეკვატური რეაგირება გვექნება. ვინაიდან მერიის მიერ გამოცხადებული ყველა ტენდერი არის ღია და გამჭირვალე და მაქსიმალურად ვცდილობთ დავიცვათ კონკურენციის პირობები, შესაბამისად, მერიის მხრიდან ვერ მოხდებოდა ჩარევა, რომელიმე კონკრეტული კომპანიისთვის აეკრძალა მონაწილეობა ტენდერში“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები