პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე - მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა, სავარაუდოდ, კვირის ბოლოს გაიმართება

14.02.18 18:30


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა, სავარაუდოდ, კვირის ბოლოს გაიმართება.
როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სწორედ ამ შეხვედრის მერე გადაწყდება, დაძლევს თუ არა პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს.

„მე მქონდა შეხვედრა მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებთან ორი კვირის წინ და მე მათ დავპირდი, რომ გაიმართებოდა კიდევ ერთი შეხვედრა მედიაორგანიზაციების და საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის მონაწილეობით. ეს პირობა, რა თქმა უნდა, შესრულდება. ჩვენ სავარაუდოდ, ამ კვირის ბოლოს გავმართავთ ასეთ შეხვედრას, სადაც კიდევ ერთხელ ვთხოვთ ორივე მხარეს, რომ წარმოადგინონ არგუმენტები კანონპროექტთან დაკავშირებით და ამ არგუმენტების განხილვის საფუძველზე მიიღებს პარლამენტი საბოლო გადაწყვეტილებას, დაძლევს თუ არა ვეტოს“, - განაცხადა კობახიძემ.

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები