პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილმა კიევის სასამართლოში სარჩელი შეიტანა

14.02.18 19:15


საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კიევის ადმინისტრაციულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომელშიც სასამართლოს სთხოვს მის დეპორტაციასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება უკანონოდ ცნოს.

ამის შესახებ ინფორმაციას სასამართლოს პრესსამსახური ავრცელებს.

„მოსარჩელე სთხოვს სასამართლოს სამიგრაციო სამსახურის, სასაზღვრო სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ქმედება უკანონოდ ცნოს. გარდა ამისა, მოსარჩელე თხოვს სასამართლოს მის გაძევებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება სამიგრაციო სამსახურის შესაბამისმა სამმართველომ გააუქმოს. ამჟამად საქმის წარმოების დაწყების საკითხი განიხილება“,-აღნიშნეს უწყებაში.

12 თებერვალს მიხეილ სააკაშვილი კიევში, რესტორან „სულუგუნში“ უკრაინის სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს და თვითმფრინავით პოლონეთში გააძევეს.

ამასთან, როგორც უკრაინის გენერალურ პროკურატურაში განაცხადეს, სააკაშვილის საქმის წინასასამართლო გამოძიება გაგრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკოსი ქვეყნიდან არის გაძევებული.

თავად სააკაშვილმა გაზეთ Bild-თვის მიცემულ ინტერვიუში ევროკავშირსა და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს დახმარება სთხოვა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები