საზოგადოება

დოდო გუგეშაშვილს პატრიარქი სამძიმრის წერილს გაუგზავნის

14.02.18 19:35


დოდო გუგეშაშვილს შვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას სასულიერო პირი მიაწვდის. საპატრიარქოს წარმომადგენელი საავადმყოფოში რამდენიმე საათში მივა, რომელსაც ხელთ პატრიარქის სამძიმრის წერილი ექნება.

"სასულიერო პირი ეტყვის ჩემს დას, რომ შვილი აღარ ჰყავს. ასევე პატრიარქმა სამძიმრის წერილი მოამზადა, რომელსაც სასულიერო პირი ჩემს დას გადასცემს", - განაცხადა თემურ გუგეშაშვილმა.

დოდო და ნოდარ გუგეშაშვილებს ამ დრომდე უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან 7 თებერვალს ესროლა. ნოდარ გუგეშაშვილი ადგილზე დაიღუპა, დოდო გუგეშაშვილი კი მკურნალობას ღუდუშაურის საავადმყოფოში აგრძელებს.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები