საზოგადოება

იჩქარეთ: С ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამა უსასრულოდ არ გაგრძელდება

14.02.18 20:30


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მოქალაქეებს მოუწოდა, მაქსიმალურად ჩაერთონ С ჰეპატიტის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში, რადგან ის ათი წლის ვადით გრძელდება.

საქართველოს მთავრობა С ჰეპატიტის უფასო მკურნალობის პროგრამას 2016 წლიდან ახორციელებს. ამისთვის ამერიკულ კომპანია Gilead Sciences–თან ათწლიანი შეთანხმებაა გაფორმებული, რომლის თანახმად კომპანია ქვეყანას С ჰეპატიტის მკურნალობისთვის აუცილებელი მედიკამენტებით ამარაგებს. პროგრამის ბენეფეციარებს უზრუნველყოფენ პრეპარატით „სოვალდი“.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ადამიანს კლავს არა С ჰეპატიტი, არამედ საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები.

„ჩვენ გვქონდა რაღაც ჩამოყალიბებული ტრადიცია შიდსთან მიმართებით, როდესაც ეს უკიდურესად დახურული საზოგადოება იყო და, სამწუხაროდ, ნაწილობრივ, ასეც რჩება. იგივე იყო C ჰეპატიტის შემთხვევაშიც, მაგრამ ჩვენ გარღვევა მოვახერხეთ და ახლა ბევრი მხარდამჭერი გვყავს. სტიგმის გარღვევა არანაკლები მნიშვნელობის იყო, ვიდრე საკუთრივ მედიკამენტზე ხელმისაწვდომობა“, – აღნიშნა მინისტრმა.

ამჟამად C ჰეპატიტის პროგრამაში დარეგისტრირებულია დაახლოებით 45 000 ბენეფიციარი.

განკურნების მაჩვენებელმა 98% შეადგინა.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ С ჰეპატიტის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გასული წლის ივნისის დასაწყისში ახალი კამპანია დაიწყო სახელწოდებით „განიკურნე". პროგრამა დაავადების უფასო სკრინინგს ითვალისწინებს.

უფასო სკრინინგ–ცენტრები საქართველოს ყველა რეგიონსა და დიდ ქალაქშია.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები