პოლიტიკა

დიმიტრი ცქიტიშვილი შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

14.02.18 20:45


პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მარტინა ქვიქთან შეხვედრა გამართა.

დიმიტრი ცქიტიშვილმა და მარტინა ქვიქმა ისაუბრეს მეგობრობის ჯგუფების ფორმატში საქართველოსა და შვედეთის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის საკითხებზე.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, რომელიც შვედეთის სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფს ხელმძღვანელობს, ყურადღება გაამახვილა თანამშრომლობის რამდენიმე პრიორიტეტულ მიმართულებაზე.

მხარეებმა განიხილეს, ასევე, ორმხრივი ურთიერთობების სხვა საკითხები.

„ძირითადად, ჩვენი სუბარი მეგობრობის ჯგუფების ფორმატში საქართველოსა და შვედეთის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის საკითხებს შეეხო. რამდენიმე ძირითადი მიმართულება გამოვყავით, რომელზეც უფრო მიზანმიმართულად ვიმუშავებთ. ერთი მხრივ, ეს არის გარემოს დაცვითი საკითხები, სადაც შესაბამისი კომიტეტი ჩაერთვება უშუალოდ, მეორე მიმართულებაა გენდერულ საბჭოსთან თანამშრომლობა და ვფიქრობთ, რომ რამდენიმე საკითხზე უფრო ინტენსიურად ვიმუშაოთ და მესამე მიმართულებაა საქართველოს პარლამენტის აპარატსა და შვედეთის პარლამენტის აპარატს შორის თანამშრომლების გაღრმავება საუკეთესო გამოცდილების გაზიარების კუთხით.

მოგეხსენებათ, შვედეთი ძალიან აქტიურად არის ჩართული საქართველოში მიმდინარე რეფორმების საკითხებში და შესაბამისად ვისაუბრეთ, ორმხრივი ურთიერთობების სხვა საკითხებზეც”, – განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები