საზოგადოება

გიორგი კვირიკაშვილი: ეს სისასტიკე მთელმა მსოფლიომ საერთო ძალისხმევით უნდა შეაჩეროს

29.06.16 15:05


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სტამბოლის ათათურქის აეროპორტში მომხდარ ტერაქტს კიდევ ერთხელ ეხმაურება. როგორც პრემიერის განცხადებაშია აღნიშნული, ეს სისასტიკე მთელმა მსოფლიომ საერთო ძალისხმევით უნდა შეაჩეროს.

„უკიდურეს მწუხარებას გამოვთქვამ სტამბოლის ათათურქის აეროპორტში მომხდარი აფეთქებების გამო, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე შეეწირა, არიან დაშავებულებიც.

შეძრწუნებული ვარ უდანაშაულო ადამიანების მიმართ ჩადენილი ვერაგული აქტით. ეს სისასტიკე მთელმა მსოფლიომ საერთო ძალისხმევით უნდა შეაჩეროს.

ამ მძიმე წუთებში გამძლეობას ვუსურვებ თურქ ხალხს და თურქეთის მთავრობას“, – აღნიშნულია პრემიერის სამძიმრის წერილში.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები