საზოგადოება

მსახიობ ლეილა აბაშიძის მდგომარეობა კრიტიკულია

14.02.18 21:00


მსახიობი ლეილა აბაშიძე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ხეჩინაშვილის საავადმყოფოში მოათავსეს. მედიკოსების თქმით, მისი მდგომარეობა კრიტიკულია და მას თავის ტვინის იშემიური ინსულტი მოუვიდა.

ლეილა აბაშიძე ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და არსებული ინფორმაციით, 16:00 საათზე ექიმების კონსილიუმი შეიკრიბება და მის შემდგომ მკურნალობის კურსზე იმსჯელებენ.

ლეილა აბაშიძე 1929 წლის 1-ელ აგვისტოს დაიბადა. 1951 წელს დაამთავრა თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1966 წელს ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის სიკო დოლიძის ფილმში „შეხვედრა წარსულთან“ ლენინგრადის საკავშირო კინოფესტივალის პირველი პრემია მიიღო. კონსტანტინე პიპინაშვილთან ერთად დაწერა სცენარი „მოლოდინი“ რომელიც შოთა და ნოდარ მანაგაძეებთან ერთად გადაიღო. შექმნა მრავალი კომედიური და დრამატული სახე. არის მხატვრული ფილმების „მოლოდინი“ (1970), „კოშკები სდუმან“ (1978) სცენარის ავტორი, მხატვრული ფილმის „თბილისი, პარიზი, თბილისი“ სცენარის ავტორი და რეჟისორი. კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრია 1958 წლიდან.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები