პოლიტიკა

აშშ-ის ეროვნული დაზვერვა საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკურ გამოწვევებზე

14.02.18 21:20


აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სამსახურმა გამოაქვეყნა ანგარიშში, რომელშიც მსოფლიოს მასშტაბით არსებული მდგომარეობა და სამომავლო საფრთხეებია შეფასებული. დოკუმენტის ერთი აბზაცი საქართველოს ეთმობა.

“საქართველოს ტერიტორიის 20%-ის რუსეთის განგრძობითი ოკუპაცია რუსეთის მხრიდან და მოსკოვის მცდელობა ძირი გამოუთხაროს მის დასავლურ ინტეგრაციას, თბილისის დაუცველობის უმთავრეს წყაროდ დარჩება”, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

რაც შეეხება შიდა პოლიტიკურ სიტუაციას:

“მოსალდნელია, რომ მმართველი “ქართული ოცნების” პარტია ოპოზიციის შევიწროებას და მისი ძალაუფლებისთვის ინსტიტუციური შეზღუდვების შემცირებას შეეცდება”.

ანგარიშში რუსეთის შიდა და საგარეო პოლიტიკაზეცაა საუბარი:

“მომავალი შესაძლო მმართველობის შემთხვევაში, ვლადიმერ პუტინი აგრესიულ და ოპორტუნისტულ საგარეო პოლიტიკას დაეყრდნობა, ხოლო საშინაო პოლიტიკა უფრო ავტორიტატული ექნება, რათა თავის მმართველობის გამოწვევებზე კონტროლი შეინარჩუნოს” – წერია ანგარიშში.





წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები