საზოგადოება

შუახევში მეწყერმა 400-მდე ოჯახი გარესამყაროს მოწყვიტა

29.06.16 15:25


შუახევის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფელი უხვი ნალექის შედეგად განვითარებულმა მეწყერმა გარესამყაროს მოწყვიტა.

უჩამბის უბნის სოფლების ცინარეთის, წაბლანას, მოფრინეთისა და ლაკლაკეთის 400-მდე ოჯახი ცენტრთან კონტაქტს გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში შემოვლითი გზით დაუკავშირდება. სოფლებს ელექტროენერგიაც არ მიეწოდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შუახევის გამგებელმა ტარიელ ებრალიძემ განუცხადა, რამდენიმე სახლის ეზო დაიმეწყრა, რის გამოც 10 ოჯახი მუნიციპალიტეტმა უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანა.

"ადიდებულმა მდინარე ტბეთისწყალმა წაიღო კაპიტალური ხიდი, დააზიანა გზა, გარესამყაროს მოწყვიტა ოთხი სოფლის მოსახლეობა. აუცილებლობის შემთხვევაში სამაშველო და გამგეობის შტაბი შემოვლითი გზით ტრანსპორტირებას განახორციელებს. მოსახლეობას ელექტროენერგიაც არ მიეწოდება. ჩვენ მობილიზებული ვართ და დილიდან დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები. 10 ოჯახი გავიყვანეთ უსაფრთხო ადგილზე, მეწყერმა დააზიანა დამხმარე ნაგებობები და გაანადგურა ნათესები. გეოლოგების დასკვნის შემდეგ მოსახლეობას დავეხმარებით შეძლებისდაგვარად", - აღნიშნა ტარიელ ებრალიძემ.

მეწყერმა ფუტკარაძეების საკალმახე მეურნეობა გაანადგურა. შუახევის მუნიციპალიტეტში ამ დრომდე წვიმს და მდინარე გუდნისწაყალი კვლავ ადიდებულია.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები