საზოგადოება

რუსთავის სკოლის მოსწავლეები შპს „ასორტი ვერეს” კრემიანი ნამცხვრებით მოიწამლნენ

29.06.16 16:05


შპს „ასორტი ვერეს” საკონდიტროს საწარმოო პროცესი შეუჩერდა და კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდა, – ეს გადაწყვეტილება სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რუსთავის 24-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების მოწამვლის ფაქტის შესწავლის შემდეგ მიიღო.

სააგენტომ რუსთავის 24-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების მოწამვლის მოწამვლის ფაქტის შესწავლა დაასრულა და შესაბამისი დასკვნა გაასაჯაროვა.

სააგენტოს თბილისის სამმართველოს წარმომადგენლებმა არაგეგმური ინსპექტირება ჩაატარეს რესტორან „ბერმუხაში”, სადაც აღნიშნული სკოლის გამოსაშვები საღამო გაიმართა.

ინსპექტირებისას შპს „ბერმუხა ბი ემ ჯი“-ს რესტორანში გამოვლინდა არაკრიტიკული შეუსაბამობა. მოკვლევისას დადგინდა, რომ რესტორანში საკონდიტრო ნაწარმი (კრემიანი ნამცხვრები) შეტანილი იყო შპს „ასორტი ვერეს“ საკონდიტრო წარმოებიდან.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა საკონდიტროში ჩაატარეს არაგეგმური ინსპექტირება, აიღეს საკონდიტრო ნაწარმის ნიმუში, რომელიც კვლევისთვის ლაბორატორიას გადაუგზავნეს.

კვლევის შედეგად გამოვლინდა მიკრობიოლოგიური პარამეტრების დარღვევა, კერძოდ: დასაშვებ ნორმაზე მეტი ოქროსფერი სტაფილოკოკი (S. Aureus), მეზოფილურ-აერობული და ფაკულტატურ-ანაერობული მიკროორგანიზმები, ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები, საფუარი და ობის სოკოები. გამოვლენილი დარღვევების გამო შპს „ასორტი ვერეს” საკონდიტროს საწარმოო პროცესი შეუჩერდა და კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდა.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 370


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები