საზოგადოება

სტამბოლის აეროპორტში დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან

29.06.16 16:15


თურქული მხარე ამ ეტაპზე დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობას არ ადასტურებს, — იტყობინება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულო მუდმივ კავშირზეა თურქეთის საგანგებო სიტუაციებზე პირველადი რეაგირების ჯგუფთან. საქართველოს გენერალურ საკონსულოში ასევე მოქმედებს ცხელი ხაზი: (+90 541) 818 44 00, — ნათქვამია უწყები შეტყობინებაში.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, აფეთქების დროს აეროპორტში საქართველოს მოქალაქეები იმყოფებოდნენ, რომელთაც გენერალური კონსული შეხვდა. ისინი სასტუმროებში გადაანაწილეს.

აფეთქებებს, რომელიც სტამბოლის ათათურქის აეროპორტის ტერმინალში 28 ივნისს 22:15 საათზე მოხდა, 36 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. კიდევ 147 დაიჭრა.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 388


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები