ეკონომიკა

ექსპორტი 26%-ით გაიზარდა

19.02.18 16:30


2018 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 816.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 20.2%-ით მეტია.

აქედან ექსპორტი 222.7 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (26.0%-ით მეტი), ხოლო იმპორტი 593.9 მლნ. აშშ დოლარს (18.2 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარში 371.2 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 45.5% შეადგინა.

ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 167.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 16.8%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

2018 წლის იანვარში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 211.5
მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 6.6%ით მეტია. აქედან ექსპორტი64.2 მლნ. აშშ დოლარი იყო (21.4 %ით მეტი), ხოლო იმპორტი 147.2 მლნ. აშშ დოლარი (1.2პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 25.9%შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 28.8% და იმპორტში 24.8 პროცენტი (2017 წლის იანვარშიშესაბამისად 29.2. 29.9 და 28.9%). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის22.4 პროცენტი (2017 წლის იანვარში 28.4%).

დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2018 წლის იანვარში 305.2 მლნ. აშშ დოლარი
შეადგინა (2017 წლის იანვართან შედარებით 38.2%ით მეტი). აქედან ექსპორტი 80.8 მლნ. აშშდოლარი (23.5%ით მეტი), ხოლო იმპორტი 224.4 მლნ. აშშ დოლარი იყო (44.4%ითმეტი).

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 37.4% იყო. მათშორის ექსპორტში 36.3% და იმპორტში 37.8% (2017 წლის იანვარში შესაბამისად 32.5.37.0 და 30.9%). 2018 წლის იანვარში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 38.7პროცენტი (2017 წლის იანვარში 27.6%).

2018 წლის იანვარში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს
მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69.0% შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებიათურქეთი (112.0 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (94.1 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (91.1 მლნ. აშშდოლარი).

2018 წლის იანვარში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი
სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 34.1 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 15.3% შეადგინა. ფეროშენადნობების ექსპორტი 27.3 მლნ. აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანიექსპორტის 12.3%-ს უდრიდა. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების ჯგუფი იმყოფებოდა.ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 15.7 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 7.0%შეადგინა.

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2018 წლის იანვარში ნავთობი და
ნავთობპროდუქტები იყო, რომლის იმპორტმა 57.1 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9.6% შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა ნავთობის აირების სასაქონლო ჯგუფი 48.4 მლნ.აშშ დოლარით, რაც იმპორტის 8.2% იყო. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილებისსასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 29.8 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 5.0%).




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები