პოლიტიკა

„უმრავლესობის გადაწყვეტილების შესაბამისად, ვეტო იქნება დაძლეული“

19.02.18 19:15


მმართველმა გუნდმა საზოგადოებრივ მაუწყებლის შესახებ კანონზე მსჯელობა დაასრულა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტის ვეტო დაძლეული იქნება, ეს გადაწყვეტილება „ქართულმა ოცნებამ“ შიდა კონსულტაციების შედეგად მიიღო.

„ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ რაიმე საკანონმდებლო ცვლილებით, ან სხვა ფორმით, რაიმე უარყოფითი სახით შეეხოს მედიაბაზარს. თითოეული ნაბიჯი, რომელიც იდგმება ჩვენი მხრიდან, იდგმება სწორედ ამ სულისკვეთებით, ჩვენი მიზანია, გაძლიერდეს მედია ზოგადად, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი, ისე კერძო მაუწყებლები და ამას უზრუნველყოფს თითოეული ის ნაბიჯი, პრაქტიკული თუ საკანონმდებლო, რომელიც იდგმება ჩვენი მხრიდან.

ვეტო იქნება დაძლეული უმრავლესობის გადაწყვეტილების შესაბამისად, თავისუფალ კენჭისყრაზე ეს საკითხი არ დადგება, შესაბამისად უმრავლესობის ყველა წარმომადგენელი ხმას მისცემს ვეტოს დაძლევას. გამონაკლისები შეეხება იმ დეპუტატებს, რომლებიც ამ თვეების განმავლობაში არგუმენტებით გამოდიოდნენ კანონპროექტის წინააღმდეგ, მათ შეეძლებათ საკუთარი პოზიციის თავისუფლად გამოხატვა, ასეთია 4 დეპუტატი, სხვა დეპუტატები მხარს დაუჭერენ ცვლილებებს“,-განაცხადა კობახიძემ.




წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები