საზოგადოება

დიმიტრი ქუმსიშვილი: ათათურქის აეროპორტში მყოფი 120-მდე ქართველი სასტუმროებშია გადაყვანილი

29.06.16 16:45


ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სტამბოლის აეროპორტში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. იგი უსამძიმრებს თურქ ხალხს და იმედოვნებს, რომ მსგავსი შემთხვევა მომავალში აღარ განმეორდება. ქუმსიშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა მუშაობს ავიაკომპანიებთან იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე ჩამოიყვანონ ჩვენი ქვეყნის მოქალაქები საქართველოში.


„ჩვენ მთელი ღამის განმავლობაში საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთადვიყავით კომუნიკაციაში იმ ქართველებთან, რომლებიც იყვნენ აეროპორტში. 120-მდე ადამიანი გადაყვანილია სასტუმროებში, ახლა ვმუშაობთ ავიაკომპანიებთანიმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე ჩამოვიყვანოთ ჩვენი მოქალაქეებისაქართველოში, ამ წუთის მონაცემებით ქართველი დაზარალებულები არ გვყავს,რაც კარგია და ამავე დროს ჩვენ ვიაზრებთ სრულად იმ ვითარებას, რომელიც თურქხალხს აქვს", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.


წყარო : /www.reportiori.ge/

წაკითხულია : 352


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები