საზოგადოება

სან-ფრანცისკოში ქართული ღვინის დეგუსტაცია-პრეზენტაცია გაიმართა

29.06.16 16:55


სან-ფრანცისკოში ქართული ღვინის დეგუსტაცია-პრეზენტაცია გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ღონისძიებაზე დიდი ღვინის მწარმოებელი კომპანიების, ასევე, მცირე საოჯახო მარნების სხვადასხვა სტილის ღვინო 22 ქართული ღვინო იყო წარმოდგენილი. ღვინის ეროვნული სააგენტოსა და კოპანია Tastingwork-ის ორგანიზებული პიარ-კამპანიის „ივნისი - ქართული ღვინის თვე აშშ-ში“ ფარგლებში ღონისძიებები ნიუ-იორკში, ვაშინგტონსა და სან ფრანცისკოში გაიმართა.

Tastingwork-ის ხელმძღვანელის, ღვინის მაგისტრ ლიზა გრანიკის განცხადებით, აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებას აშშ-ში, ქართული ღვინის წარმოების უნიკალური მეთოდებისა და ქართული ვაზის ჯიშების გაცნობას პროფესიონალებისა და მოყვარულებისთვის.

„სან-ფრანცისკოში, ისევე, როგორც ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში, ქართული ღვინის დეგუსტაცია იყო საოცრად წარმატებული, სადაც უამრავი ხალხი შეიკრიბა. ღონისძიებებს ძალიან პოზიტიური გამოხმაურება ჰქონდა. სან ფრანციკოში გამართულ დეგუსტაციაზე ღვინის პროფესიონალები სპეციალურად აშშ-ს სხვადასხვა შტატებიდანაც ჩამოვიდნენ“, - აღნიშნა ლიზა გრანიკმა.

დეგუსტაციების პარალელურად ქართული ღვინის კულტურის შესახებ სემინარები იმართებოდა. ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ როგორც უძველესი ტრადიციული ქართული, ისე თანამედროვე მეთოდებით დამზადებული ღვინოები. ღვინის ეროვნული სააგენტოს კიდევ ერთი კონტრაქტორი კომპანიის Marq Energie-ის ორგანიზებით, ქართული ღვინის დეგუსტაცია ლოს-ანჟელესში გაიმართა.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 406


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები