საზოგადოება

თბილისიდან სტამბოლში რამდენიმე რეისი გადაიდო

29.06.16 17:45


ღამით თბილისიდან სტამბოლის მიმართულებით სამი რეისი გააუქმეს, მიზეზი სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტში მომხდარი აფეთქებებია, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ თბილისის აეროპორტის პრეს-სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

სტამბოლიდან ბოლო თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 00:30 საათზე დაფრინდა. ამ რეისით ჩამოფრინდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში ზურაბ აბაშიძე.

პირველი რეისი სტამბოლიდან თბილისში 18:10 საათზეა დაგეგმილი, ხოლო მომდევნო — 21:55 საათზე. თბილისიდან თვითმფრინავი სტამბოლში 22:55 საათზე გაფრინდება.

„ჯერჯერობით ინფორმაცია ფრენების გრაფიკის შეცვლის თაობაზე ჩვენთან არ შემოსულა. ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ რეისები ჩვეულ რეჟიმში, გრაფიკით განხორციელდება.

ჯერჯერობით ვერ გეტყვით, ზუსტად რამდენი რეისი შესრულდება, რადგან შეიძლება რეისები დაემატოს“, — აღნიშნეს აეროპორტში.

სტამბოლის ათათურქის აეროპორტში აფეთქებები საერთაშორისო ტერმინალის შესასვლელში, გამოსასვლელსა და ავტოსადგომზე სამშაბათს 22:15 საათზე მოხდა. დაიღუპა 36 ადამიანი, 147 — დაიჭრა.

თურქული მხარის მონაცემებით, აფეთქების დროს დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 811


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები