პოლიტიკა

ეკა ბესელია: საქართველომ სხვადასხვა ინდექსში პოზიციები დაახლოებით 28 პუნქტით გაიუმჯობესა

22.02.18 17:35


“საქართველომ სხვადასხვა ინდექსში პოზიციები 2011 წლის შემდეგ დაახლოებით 28 პუნქტით გაიუმჯობესა. თუ კორუფციის ინდექსში 180 ქვეყნიდან საქართველო 2012 წელს 54-ე ადგილზე იყო, მან დღეს ბევრად უკეთესი პოზიცია დაიკავა და პოზიცია დაახლოებით 7-8 პროცენტით გაუმჯობესებულია”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ Amnesty International-ის ანგარიშზე საუბრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ანგარიშის შედეგს მმართველი გუნდი ყურადღებით აკვირდება.

„ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია და საკანონმდებლო პროცედურები დაწყებულია. ეს განხილვები მალე დასრულდება და უახლოეს მომავალში ინსპექტორი გვეყოლება, რომელსაც დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის აღსრულების კუთხით სპეციალური მანდატი ექნება.

საქართველომ სხვადასხვა ინდექსში პოზიციები დაახლოებით 28 პუნქტით 2011 წლის შემდეგ გაიუმჯობესა. თუ კორუფციის ინდექსში 180 ქვეყნიდან საქართველო 2012 წელს 54-ე ადგილზე იყო, მან დღეს ბევრად უკეთესი პოზიცია დაიკავა და პოზიცია დაახლოებით 7-8 პროცენტით გაუმჯობესებულია. საქართველო უფრო წინ არის არა მხოლოდ რეგიონში როგორც ლიდერი ქვეყანა, არამედ ბევრ მეზობელ ქვეყანას გავუსწარით, მათ შორის კორუფციის ინდექსსა და რეფორმების კუთხით. დაახლოებით 46 სხვადასხვა პოზიციაა, რომლითაც საქართველომ აჩვენა, რომ ბოლო ხუთი წლის ტენდენციის შემდეგ, მას უკეთესი მაჩვენებელი აქვს, ვიდრე 2012 წლამდე ჰქონდა. ანუ, დინამიკა დადებითია”, – განაცხადა ბესელიამ.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები