საზოგადოება

საქართველოს გიდების ასოციაცია 8 წლის გახდა

22.02.18 17:50


საქართველოს გიდების ასოციაცია 8 წლის გახდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოში საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, სხვადასხვა სამთავრობო უწყებების, კერძო სექტორის, მათ შორის სასტუმროების, რესტორნებისა და კაფეების ფედერაცია -Horeka Georgia-ის, - USAID-ის, Peace Corps-ის, ტურიზმის ასოციაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. საზეიმო ღონისძიებაზე გიდების ასოციაციის ახალი წევრების წარდგენა მოხდა.

ღონისძიება გიდის საერთაშორისო დღეს დაემთხვა.

გიდის საერთაშორისო დღე 1985 წლიდან აღინიშნება და ამ დღეს მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში ზეიმობენ. 2019 წელს საქართველო მსოფლიო გიდების ასოციაციების კონგრესს უმასპინძლებს, მასშტაბური ღონისძიება თბილისში გაიმართება.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები