საზოგადოება

ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზის და რკინიგზის მშენებლობისთვის ტენდერი ხელახლა გამოცხადდა

22.02.18 19:30


საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტამდე მისასვლელი გზის და რკინიგზის მშენებლობის პროექტირებაზე საერთაშორისო ტენდერი ხელახლა გამოაცხადა.

უწყების მიერ აღნიშნული წინა ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა. მასში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა პრეტენდენტმა იტალიურმა კომპანიამ მიიღო, რომელსაც ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია მიენიჭა.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, შესაბამისი ინფრასტრუქტურა ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაცხვსა და ანაკლიას შორის მოეწყობა. პირველ ეტაპზე დაგეგმილია პორტამდე მისასვლელი ორზოლიანი გზის მშენებლობა, საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტი საავტომობილო გზის მთელ სიგანეზე განსახლების სამოქმედო გეგმასაც მოიცავს.

რაც შეეხება სარკინიგზო ინფრასტრუტურას, პირველ ეტაპზე გათვალისწინებულია მინიმუმ ერთი ელექტროფირებული სარკინიგზო ხაზისა და სხვა დამხმარე სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მშენებლობა. ამასთან, აღნიშნული ეტაპი განსახლების სამოქმედო გეგმისა და საპროექტო ბუფერის მომზადებასაც მოიცავს.

საპროექტო დოკუმენტაცია ხელშეკრულების გაფორმებიდან 13 თვეში უნდა დასრულდეს.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები