პოლიტიკა
22.02.18 21:15
ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობით, პროკურორებისთვის ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე დისტანციური სასწავლო კურსი დაიწყო.
ელექტრონული კურსი HELP–ის პროგრამის მეშვეობით იქნა შემუშავებული, რომელიც იურიდიული სფეროს წარმომადგენლებისთვის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სტანდარტების სწავლებას ითვალისწინებს. პროექტის პრეზენტაცია დღეს საქართველოს მთავარ პროკურატურაში გაიმართა, რომელიც საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი გოგაძემ, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ და HELP-ის განყოფილების უფროსმა ევა პასტრანამ გახსნეს.
კურსის ფარგლებში, 22 პროკურორი 3 თვის განმავლობაში სწავლებას ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე გაივლის. სასწავლო პროგრამა მომზადებულია ევროპის საბჭოს საერთაშორისო ექსპერტების მიერ და ის თითოეულ მონაწილეს შესაძლებლობას მისცემს გაეცნოს სტამბოლის კონვენციის და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტებს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს.
დისტანციური სწავლების მოდული, თეორიულ მასალებთან ერთად, დატვირთულია პრაქტიკული დავალებებითა და სავარჯიშოებით. კურსის გავლის შემდეგ წარმატებულ მონაწილეებს შესაბამისი სერთიფიკატი გადაეცემათ.
ღონისძიებას საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებთან ერთად, ევროპის საბჭოს, იუსტიციის სასწავლო ცენტრის, შსს-ს აკადემიისა და სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ადამიანის უფლებათა დაცვა საქართველოს პროკურატურის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მიმართულებით თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების პროცესი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. ამასთან, სისტემაში განათლების თანამედროვე მეთოდებისა და დისტანციური სწავლების დანერგვა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სწავლების ხელმისაწვდომობის ზრდას და რესურსების დაზოგვას.
წყარო : /www .pia.ge/
წაკითხულია : 136
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ეკა სეფაშვილი თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
18:0023.04.24
-
სურსათის სააგენტომ ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოავლინა
17:4123.04.24
-
17:1823.04.24
-
17:0023.04.24
-
სოზარ სუბარი: ჩვენ გვჭირდება კონსტიტუციით განვამტკიცოთ ქართველობა, ჩვენი ეროვნულობა
16:3623.04.24
-
სახალხო დამცველმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ეუთო/ოდირს მიმართა
16:1623.04.24
-
15:5323.04.24
-
პრემიერი - ჩვენ გვაქვს 60%-ზე მეტი რეიტინგი
15:3023.04.24
-
15:1023.04.24
-
14:4523.04.24
-
თეა წულუკიანი ქართული სპორტის მუზეუმის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო
14:2623.04.24
-
14:0023.04.24
-
13:3523.04.24
-
13:1523.04.24
-
საქსტატი - 2024 წლის პირველ კვარტალში თბილისში უძრავი ქონების ფასი გაიზარდა
12:4823.04.24
-
ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
12:2723.04.24
-
11:4423.04.24
-
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა
11:1223.04.24
-
10:4023.04.24
-
10:0023.04.24
-
7:5623.04.24
-
18:0022.04.24
-
17:4022.04.24
-
17:2022.04.24
-
16:5722.04.24
-
ირაკლი კობახიძემ თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობა დააანონსა
16:2522.04.24
-
16:0522.04.24
-
მამუკა მდინარაძე -29 აპრილის სახალხო შეკრებაზე ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად იქნება, ეს მისი სურვილია
15:4322.04.24
-
სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს შემოტანის ფაქტი აღიკვეთა
15:2222.04.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა
14:5922.04.24
-
14:3022.04.24
-
14:0522.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ეროვნული მნიშვნელობის საკითხები დროულად იყოს განხილული
13:2522.04.24
-
სამინისტრო - ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით ახალი პროექტი იწყება
13:0022.04.24
-
მარიამ ქვრივიშვილი - 2024 წლის სამ თვეში საქართველომ უკვე მილიონ ტურისტს უმასპინძლა
12:3122.04.24
-
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს
12:0322.04.24